ეს სიყვარული....
ერთხელ დამთვრალა ეს სიყვარული, ასჯერ ნახადი სიგიჟის არყით და ფლუიდები გამოპარული, ემუქრებიან სასტიკი დაღლით. ღამის თენებით, ლექსების წერით, სისულელეთა ფერადი სპექტრით, შე საცოდავო, როგორ დათვერი? დაკბენილი ხარ ულმობელ ნესტრით რატომ უთხარი, რაც ადრე ვერ თქვი? რატომ გაბედე ღმერთად შეცნება? ხედავ? აჩქარდა ხმა გულის ფეთქვის, ცაში დაფრინავ, მიწა გეცლება.... სხვა მზე ამოდის, უფრო მცხუნვარე, ვარსკვლავებს დაკრეფ - ცისფერ ნათურებს, შენში პოულობ გმირის უნარებს, და სიტუაციებს ამით ართულებ. გამორთე ყველა ურთიერთობა და გაუცხოვდი შენს პირად წრესთან ტოლ-სწორი შენთან ვეღარ ერთობა, მასთან არ გინდა - შენ გინდა მზესთან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი