ტრამვაი,სახელად სურვილი
ორმოცდახუთი კილომეტრის დაშორებით დედამიწიდან, შენი სახლია. თეთრი პიკაპის გადაქოქვა კვლავ გამიჭირდა. ამას რა ჰქვია? ჰქვია სიმხდალე, ურცხვი მორცხვობა, ალბათ უაზრო ქარაფშუტობაც ამას მოწმობდა, რომ დარჩებოდა უჩვენოდ ჩვენი სურვილების ფერადი ბაღი. ჩვენ ვერ გავიგეთ იმ ტრამვაის ბილეთი რა ღირს. და სურვილებით გატენილი ლურჯი ტრამვაი წავა უჩვენოდ, ააწკრიალებს სიგნალის ზარებს. იქნებ ტრამვაიმ სხვა გოგო ბიჭებს გზად გაუჩეროს. გააღებს კარებს... ისინიც წვიმით გალუმპული შევლენ ვაგონში და შეათრევენ სურვილებით გაძეძგილ ბარგსაც. გაეცინება ტრამვაის ვატმანს, ხელებ დაკოჟრილს. გულის სიღრმეში მგზავრებს უსურვებს ყველაზე კარგ გზას. ლურჯი ელვებით გაანათებს თავსხმას ვაგონი, მისი რელსები ქვაფენილში ხატია ვერცხლით. რკინის ბორბლები ააწკრიალებს მელოდიას - ასჯერ გაგონილს და მიმოფანტავ სველ ქუჩებში ათასი ჰერცით. გაჩერებაზე სველი ქარისგან დაკბენილი ვდგავართ მე და შენ. კოხტა თითებით სახეზე იკრავ მოხერის კაშნეს. ასე გგონია წვიმის ფარდაში ვერვინ შეგამჩნევს. მოგწონს სისველე, სველი ფიქრები, არ გინდა გაშრე. იქნებ ტრამვაი ჩაიჩეხა, ამოყირავდა? იქნებ ვატმანი სულაც ბოროტი ეშმაკი გახდა? იქნებ ის ბაღიც გაიყიდა ან გაქირავდა? ავი ცერბერი გადააბა ეშმაკმა ბაღთან. მოდი წავიდეთ გუბეებით ჩვენს სასტუმროში! ქოლგები მივცეთ ჩაძინებულ, მსუქან პორტიეს. ვილაპარაკოთ მხიარულად და წარსულ დროში ხვალ კი ცხოვრება დაგვირიგებს ჩვენ ჩვენ პორციებს... სულელი წვიმა ეხეთქება უფერო ფანჯრებს. წვეთების დესანტს გადმოსხავენ რუხი ღრუბლები. წყლით მოქარგული სარკმლის იქით ვერავინ გვამჩნევს. ზიხარ, მიყურებ ოდნავ დახრილი სველი მუხლებით. უხმოდ ადგები, პალტოს გაიხდი, იქვე დააგდებ. ჩექმას გაიხდი, თხელი ტერფებით მიხვალ კარებთან. მუჭებს შეკრავ და ჩაისუნთქავ, გინდა გაავდე. გინდა იჩხუბო, იყვირო და ცუდი რამე თქვა. მაგრამ ფანჯრების სისველეში ელვებს დალანდავ ზარის წკრიალი გაგიციებს მდუღარე ნერვებს. კვლავ გაიხსენებ ლურჯი ტრამვაის ლამაზ ბალადას. ოცნებებს წამით სათნო ღიმილით გამოამზევრებ. აჩეჩილ ბამბას დაემსგავსა ქალაქში ნისლი. რკინის ეიფელს მოუგდია მხატვრის შარფივით. ეს პარიზია, შენი ქალაქი ნერვებს რომ გიშლის ძალიან რთული წარსულით და ფიქრით მარტივი. დილით ქუჩის გადაღმა გადავალ და თმასაც შევიჭრი. მოწყენილს მნახავს, ღქვენი ბრალი არ არისო მეტყვის დალაქი. ათას ჭორ მართალს მომიყვება მოხუცი მიჯრით და ბოლოს მეტყვის " სულელ ტრამვაის შეეშალა თურმე ქალაქი"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი