ეძღვნება შოვის ტრაგედიას
ბუნებამ იცის შვილების მოვლა იცის დოვლათით მათი ავსება. გახალისება მზეებით, თოვლად, წვიმის სიგრილე, თუ კი დაგვცხება. ბუნებამ იცის ტკივილის მოგვრა, ჩვენი ფიქრების სევდით დამეწყვრა, ბუნება ბრაზობს, ბუნება ბორგავს, რომ გავიყინოთ, გული დაგვეწვას. სტიქია მოგლეჯს ლამაზ სიცოცხლეს, ჩააქრობს მიზნით ანთებულ თვალებს , ფრთებს დაგვაცლის და გზებს დაგვიმოკლებს, ლამაზ სულებად გამოიდარებს.. ცას შეემატეთ თქვენ ვარსკვლავებად, ჩანჩქერებს ცივი შხეფის წვეთებად, ტყეებს და ჭალებს მუხის მკლავებად, მუხტად სიკეთის გასაკეთებლად. ნაკადულებად, კამკამა ტბებად, დედების ნამღერ იავნანებად, სევდიან ამბად, გული რომ თბება, ბავშვების ნასწავლ ანაბანებად. მშვიდად იძინეთ, კარგო სულებო, არ გაუბრაზდეთ დედაბუნებას, ათას ყვავილად ამოსულებო, ისევ მზის სხივი გელამუნებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი