„ზოგი ჭირი მარგებელია”


ერთხელ ლიკას ძალიან უნდოდა სკოლაში სიმღერის კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე გაცივდა და ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. 
გულდამტვრეულმა მთელი დღე იტირა - ეგონა, მისი ოცნება დასრულდა.

 მეორე დღეს კი შეიტყო, რომ კონკურსის დარბაზი შემთხვევით დაიწვა და ღონისძიება გადაიდო. ერთი კვირის შემდეგ , როცა უკვე გამოჯანმრთელდა, კონკურსი ხელახლა ჩატარდა - და ლიკამ პირველობა მოიპოვა.

 მაშინ მიხვდა, რომ ზოგჯერ რაც ცუდად გვეჩვენება, შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც ბედნიერებამდე მიგვიყვანს. ამიტომაც ამბობენ: „ზოგი ჭირი მარგებელია”-ო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი