თანდათან


თანდათან, ქრება დანისლულ ცაზე,
შორეულ ვარსკვლავთ კაშკაში ფერთა,
თავს თუ დამადებ გაყინულ მხარზე,
იქნება იკლოს მდინარემ ცრემლთა.
თანდათან, ქრება ჩემი წარსული,
და მენატრება შენი შეხება
და მხოლოდ შენთვის დავთმე მე სული,
რადგან სხვა რამე არ მეხერხება.
თანდათან,ისევ დანისლულ ღამეს,
ნელ-ნელა ქრება შუქი მთვარისა,
გრძელ ბილიკებით მოვალ შენს მხარეს,
თუ ისევ დამწვავს გრძნობა ალისა.
თანდათან,ქრება ჩვენი წარსული,
რომ შემაჩვიეს შენმა მკლავებმა,
მომენატრება მე სიყვარული,
თუ მიმატოვეს შენმა თვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი