დავითგარეჯა


მე მეზმანება ოქროსფერი ქვიშის ასული,
გამოთლილ კლდეში შეხიზნული წმინდა მამები,
წინაპართ მკერდზე შემსხვრეული შენი წარსული
და გარეჯული,ხორბლის ფერი უდაბნოები.

ვინ მოიგონა? ან ვისა სთქვა შენი შემუსვრა?
დანისლულ ტაძრებს ტანთ ეტყობათ სევდის ბზარები,
უდაბლოს ვარდი,გარუჯული დავით დარეჯა,
რეკენ და რეკენ სანუგეშოდ მისი ზარები.

მე მეზმანება დიდებული დავითის ლავრა,
ცისკარზე წმინდანთ ხატთა დასის გამოსვენება,
უდაბნოს გავლით ყველა ტაძრის ნახვა და გავლა,
და აღაპეპში წასულ გმირთა გვარის ხსენება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი