ბებერი ხისო (ხისო-ნასოფლარი თუშეთში)
შორით გამოჩნდა ბებერი ხისო, შავი კლდეები დაჰყურებს თავზე, ამ პეიზაჟით სული აივსო, ჯერ კიდევ თოვლი აცვია ტანზე. ჩამოსწოლიან თავზე ნისლები, ვფიცავ, აქ ზეცა მიწას ეხება, ტყე, ჩახლართული წვრილ ბილიკები, გარშემო თითქოს ციხედ ერტყმება. სიღრმის ქარაფებს დასცქერს პირიმზე, გული გრძნობებით ისე სავსეა, რომ განთიადზე ამომავალ მზე, ვფიქრობ ახალი გრძნობის მაცნეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი