ამაღამ


ამაღარ ფიქრად მოხვალ ჩემს კერას,
და გამიმძაფრებ გახსნილ იარებს,
წარსული მტკივა,ვერ ვტოვებ წერას,
ტანში ფოთლები მძიმად შრიალებს.

და შენგან ნასროლს მწარე სიმართლეს,
ამაღამ, გულში დავმარხავ სიღრმით,
აღარ შევუშვებ შიგნით სინათლეს,
ლექსს აღარ დავწერ ამაღამ რითმით.

ამაღამ ყველა კარი დავრაზე,
ყველა სარკმელი,ყველა დარაბა
და დაგივიწყებ ალბათ ჯინაზე,
რომ სიყვარულით აღარ დამაბა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი