მე მეშინია


მე მეშინია რომ ლამაზ სახეს,გადაგიფარავს შავი ნისლები,
რომ დავბერდე და შენგან ასე შორს,გარავიცვალო მძიმე ფიქრებით,
რომ მიმატოვონ შენმა თვალებმა,რომ დამავიწყდეს შენი სიტყვები,
წარსული მიდის,რჩება მანძილი,ერთად არასდროს აღარ ვიქნებით.

მე მეშინია რომ ჩემგან წასულს,სხვა შეასწავლი წმინდა სიყვარულს,
აღარ დატოვებ ჩემში არაფერს,თან გაიყოლებ ჩემს გატეხილ გულს,
და გადაღლილი,მიტოვებული,ვეღარ დავხვდები მხნედ მე გაზაფხულს,
იასამანის ყვავილობისას გარდავიცვლები,როგორც ჩვევია მიტოვებულ სულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი