გალაკტიონი_ალვები თოვლში_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Тополя в снегу
ТОПОЛЯ В СНЕГУ Тополя опьянит луна снегом, Чашей мраза июльской окраски! Вершинам подходит белизна в строгом, Невесте парчá, алмазам краски. Когда же в сверкающем воздухе, Яркая парча блестит как виденье, O! Не встрепенуться б' в суматохе, Гóду искривленных сновидений. Розы бледностью покроют руки, Свет тихо станет той же вуалью, В ночи к дальнему алтарю мýки, Взвою я до рассвета с печалью. Гора белая - скакун беглого, Высится у мерзлых мечт мóлодо, В ласках непривычного светлого, В привычном сновидении холода. ************************************************* დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწერვალებს, ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები. მოკრიალებულ ჰაერში ოდეს გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი, ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელი! მკრთალი ვარდები დაცვივა ხელებს, ჩამოიშლება შუქი - პირ-ბადე და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს უნდა ვუხმობდე განთიადამდე. სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება: მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში... და უჩვევ ნათელს ეალერსება ჩვეულ სიცივის მძინარებაში.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი