გალაკტიონი_მარმარილო_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Мрамор
Следуешь вверх лестницей - где сфинкс камни ласкает; Чувствуешь в страхе, что счастье близко подпускает; Ах! Сколько в жизни таких прекрасных мгновений! В душе звенит тростник, взбудораженный гением, И призраками Ван Дейка позеленела ночь... Ах! Сколько, сколько таких вещей! Чтоб их все возмочь! Следовать вверх по розовым ступеням и чтобы, На луче юный Дионис стал тенью особой; Ты почувствуешь, что ваше сходство так вечно: И родство солнца в ваших душах тоже извечно; И одно лицо, один огонь и смелость одна... Ах! Сколько, сколько таковых! Граница не видна! Следовать вверх по мраморным ступеням сглаженным, Где зрит на тебя взор Праксителя засаженный; Небо - чаша любви и жизни драгоценная И тысячи видений, бытность полноценная: И стёрта чёрная трещина на венце твоём... Ах! Сколько, сколько таких пьяных на пути своём! ********************************************************************** აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება; და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება; ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი! სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი, და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე! აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე, რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე; გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება: ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება; ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე! აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს, სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს; ცა - სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი და ყოფნა ასე, მოლანდება ასი-ათასი: რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი... ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი