გალაკტიონი_ვარდები_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе-Розы
Я, зимою в раскрепощении, Иду к родному саду завета, Где в разноцветном окружении Розы цветут и зимой и летом. И пусть Гомера и Гесиода Розы искрятся, высоко стоя, Их не схоронит ничья угода, Я навсегда без оков покоя. Май всегда своей рукой рисовал Флору, Грации, Музы и Эрос. Кто был поэтом и не воспевал Искренне, с чувством о любви эпос? Корабль Эллады розы рвением Рассеял, как драгоценную тень, Как диадему и видение, Как красоты и правды гобелен. Как нужны зрители Одеону - Любой пир всегда требовал розы, Иль кто объяснит Анакреону, Какой праздник быть может без розы? Цвета обликов и спасения, Пальцы и губы, ворота рая, У поэта всегда сравнения: Вот роза жизни, вот роза мая. Крапива всегда у розы растет, Как сказал Овидий на этот счет. Пусть ливень града с неба падет, И пусть огонь на меня снизойдет. Чтоб минут было побольше грехов, Когда мне с ложе бросают розы, Розы с шипами, розы без шипóв... Ах, дням этим я должен был грёзы! О, ты таким чистым и нежным стал! Ты не успел, как в ноябре, Когда ты таким солнечным бывал, Явленный розой в утренней заре. И пугал демона орнаментом Порыв прекрасных книг безбашенный, И после всех книг главным моментом Явился череп, розой крашеный. День роз с ума сводил Боттичелли, Он хранит Рафаэля и нынче, Ван Дейк и Джотто его имели И Леонардо был там Да Винчи. И души величием светлели, Когда сути высот достигали. Всегда любил розу Руставели, Вот, для этого розы бывали. Думаю об арках и сонетах, Об узорах, цветасто сложенных, О мае, Колхиде и поэтах, О розах, с поклоном низложенных. **************************************************** მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი, ნაცნობ ბაღისკენ მივემართები, სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი, ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები. დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი, მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი, სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი. დაე, მაისის ხატავდეს ხელი ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს. რომელი იყო პოეტი წრფელი, რომ სიყვარულზე არ დაემღეროს? ვარდები იგი ელადის გემმა დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი, როგორც სახება და დიადემა სილამაზისა და სინამდვილის. რომელი ლხინი იყო უვარდო, და ან - რომელი დღე საცნაური, ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს, რაა უვარდოდ დღესასწაული? სახეთა ფერი და ნეტარება, ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი, პოეტს ყოველთვის აქვს შედარება: მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი. მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი, როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის. დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი, და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს. ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს, აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს, ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს... ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს! ო, სიწმინდეო და სიფაქიზე! შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი, როცა მზიანი იყავი ისე, როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი. და ორნამენტით აკრთობდა დემონს იმ მშვენიერი წიგნების ძალა, წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა. ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი, რაფაელს იგი ფარავდა ლხინში, სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი და ლეონარდო იყო და-ვინჩი. იხიბლებოდა სული დიადით, როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი. რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი - ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი. ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს, მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი