გალაკტიონი_მთაწმინდის მთვარე_Галактион Табидзе_Луна Мтацминды
ЛУНА МТАЦМИНДЫ Луна такой спокойной никогда здесь не была! Теней синих в тишине моя лира обрела, Дуновеньем своим вяжет их к деревьям, к корню ... Таким тихим, таким нежным небо я не помню! Луна, будто ирисы бледного свечения Окутана она светом сонного видения, Видны Кура и Метехи - блестят белым цветом, Ах, ещё так не рождалась луна с нежным светом! Тут призрак спит старца в могиле королевским сном, Тут траурному кладбищу из розовых листков Звёзды с веселым трепетом покрывало сшили ... Здесь сиротой бродить любил сам Бараташвили... Пусть лебедью умру я в своих песнях с грустью, Лишь сказав, как ночь в душе зачерпнула горстью, И как сновидение окрылилось в небесах, И раскрыло широко синие грёз паруса - И как меняет близость погибели гения Розы, водопады лебединого пения, Как чувствую, что для души, воспитанной морем Смерть в дорогу с розами превратилась впору, Что на пути смелость - поэтов сказочный покой, Что никогда ещё не стала ночь тихой такой, Что, призраки, я вблизи вас встречаю погибель - Что я здесь есть царь-поэт и воспеваю гибель - Что моя лира будет с вами на века ответом... До сих пор так не рождалась луна в покое света! *************************************************************** ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე, ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები - თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა, რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე, რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები - რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები - რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
1 კომენტარი
საოცარია!!!