მარიენბადის ელეგია_გოეთე_ქართული თარგმანი
რა მაიმედებს, თუ შენ კვლავ გნახავ? ამ დღის ჯერ დახშულ ყვავილისაგან? სამოთხეს, ქვესკნელს შენ ღიად სახავ, გონი გეცვლება განგებისაგან! - აღარ მაქვს ეჭვი! სამოთხის კართან ხელში აგიყვანს განგება რადგან. მაშ ასე, შეხველ სამოთხის ბაღში, უსასრულობის ღირსი ხარ ვითომ, არ გაქვს იმედი, სურვილი თავში, მიზნად გესახა მიზანი თვითონ, და ამ მშვენების უკვდავსამყოფი დაშრა ცრემლების წყაროს ნაყოფი. რომ ვერ არხევდნენ დღეები ჩქარ ფრთებს, შენ გაგიფრინდა თითქოს წუთები! ღამის ამბორი ფიცს ხომ თავად დებს: მომავალ მზესაც დავუბრუნდები. დებივით კრთოდნენ წუთები ნაზად, მაგრამ არ ჰგავდნენ ერთურთს ანაზდად. ბოლო ამბორი, სასტიკად ტკბილი, გულთა ხვეული გასაოცარი, ახლა იჩქარე, აღარ ხარ ფრთხილი, თითქოს ცეცხლია შენთან მომდგარი; თვალი მოღუშვით უმზერს ბნელ სავალს, ვეღარ პოულობს ის გამოსავალს. და ახლა თავის თავში ჩაკეტილს თითქოს ეს გული არ გაუღია, მბრწყინავ ვარსკვლავებს აძლევს გაკვეთილს, მათი ნათება ვერ აუხსნია; სინანულს, შფოთვას, სიმძიმეს, დარდებს ატმოსფეროში ფანტავს და აგდებს. განა სამყარო გაქრა, არ არის? წმინდა ჩრდილები არ ჩანს კედლებზე? ან მოსავალი არ მოდის ბაღის? ანდა სიმწვანე გაქრა ველებზე? თუ სიდიადე ზღვარგადასული, კენარი მახინჯ სულად დასული. როგორ მსუბუქად, დახვეწით, ნაზად, სერაფიმივით ეშვება ციდან, თითქოს სამყარო გაალამაზა მსუბუქ სურნელით, გაჩენის დღიდან; შენ დაინახე სილაღე ცეკვის, ულამაზესი ფიგურა ბედის. შენით გაძლება ძალუძს მხოლოდ წამს, მირაჟს დაიჭერს ის შენს მაგიერ; გულს დავუბრუნდეთ! შენთვის ასე ხამს, ის იქ მოძრაობს ყოველწამიერ; ერთი იქმნება ბევრი ფორმიდან, უმჯობესია ასე ოდითგან. როცა შეხვედრა ბედმა მარგუნა, ეს მახარებდა შემდგომ ნელ-ნელა, ბოლო ამბორმა მაინც დამთრგუნა, ტუჩზე კოცნამ კი მთლად დამანელა: ახლობლის ხატი გვაქვს ჩვენს სულებზე, ცეცხლით წერია ერთგულ გულებზე. ეს გული, მსგავსი ქვიანი კედლის მას იტევს და თან თავსაც იკავებს, მისთვის რომ ხარობს და მუდამ ელის, თავსაც შეიცნობს, მას რომ იკმარებს, ის ლაღობს მხოლოდ გრძნობის საზღვრებით, მადლობელია გული განცდებით. ტრფობის ნიჭს ჰქონდა გარდუვალობა, და სიყვარულმა ისიც წაშალა, იმედს ეწოდა კვლავ უაზრობა, სწრაფმა მახვილმაც აღარ აცალა! თუ შთააგონა ტრფობამ მიჯნური, ეს ჩემზე თქმულა - იყო ღვთიური; და ეს მის გამო! - შინაგან შიშით სხეულზე, სულზე სიმძიმე მაწევს: ირგვლივ სამყარო შემბღავის სიმწრით, სიცარიელე ჩემს გულში აღწევს; და ნაცნობ ზღურბლთან იმედი ჩნდება, ის მზის სხივივით თბილად გაჩნდება. ღვთიურ სამყარომ ქვემოთ გიხილა ვიცით - გამოჩნდა ნეტარი აზრი-, ტრფობამ სამყარო კვლავ გამიმხილა უსაყვარლესი არსებით, ნაზით; გული იქ არის, ვერ შეაწუხებს ღრმა აზრს, ვერავინ მოსდებს მარწუხებს. ჩვენს წმინდა სულში არის ის სწრაფვა, რაც უცხოს, სუფთას და ამაღლებულს მადლიერებით და გულით ახლავს, მუდამ უცნობს და თან გამარჯვებულს; ვიძახით: ვიყოთ ამაღლებული! წინ რომ ვუდგევარ მისი რჩეული. მისი მზერის წინ, მზეს რომ ასწრებდა, მისი სუნთქვის წინ, სიოს რომ ჰგავდა, გათოშილ გულს რომ ყინვას აკლებდა, რომელსაც ზამთრის სამარე კლავდა; ვერც ანგარება და თვითნებობა, მას ვერ შებედავს ვერც პირფერობა. მან თითქოს თქვა, რომ: “ყოველი წუთით სიცოცხლე მოგვცეს ჩვენ მეგობრულად, გუშინდელს მოდი ნუღარ დავუცდით, ხვალეს ნუ შევქმნით ჩვენ ხელოვნურად; შიში რომც მქონდეს მუდამ დაისის, ბედნიერება მე არ გამივლის. მაშ შემომხედე, მომბაძე სწორად, ვხვდებით მომენტუმს! ჩემი გულისთვის! მას შეეგებე, კეთილად, ცოცხლად, ლაღად, ქმედებით, სიყვარულისთვის! იყავ ბავშვივით და უძლეველი, შენ ხარ სამყარო დაუძლეველი”. მე გავიფიქრე: ამბობ იოლად, ღმერთმა გაგხადა შენ ბედნიერი, ვინც კი შეიგრძნობს თავს შენდა ტოლად, გახდება ბედის ის ნებიერი; მაშინებს შენთან მე განშორება - სიბრძნეს ვერ უძლებს ჩემი გონება. ახლა მე შორს ვარ! ამწუთას, ახლა, და რა აზრი აქვს ყველაფერ ამას; ბევრსაც მპირდება გრძნობების გარდა, ეს ვერ უშველის ჩემს მძიმე განცდას. მე კი შემიპყრო უძირო სევდამ, განა რჩევები - მე ცრემლი მსდევდა. იდინე ცრემლო, იდინე მძაფრად, განა ჩააქრობ ჩემში ნათებას! ჩემი გულიდან ის მოსჩქეფს მძლავრად, სიცოცხლე სიკვდილს ეთამაშება. განა წამლებით რჩება სხეული; დაშვრა ნებისგან სული წყეული. არ იცის: როგორ მოენატრება? მის სახეს ხედავს ათასი ფერით. ის ხან ციმციმებს, ხანაც ნათდება, ბრწყინვალებაში ვერ იჭერს მზერით; განა იქნება ეს ის ნუგეში, მიქცევ-მოქცევა თვალის უპეში. მე აქ დამტოვეთ ერთგულო ძმებო! კლდეზე დამტოვეთ, ჭაობში, მარტო; მუდამ ერთად ვართ! სამყაროს ხმებო, მიწავ, ზეცაო მაღალო, საღვთო; ეს შეიგრძენით და დააკვირდით, ბუნება გიხსნით მის გულს კვირტივით. ყველაფერი მაქვს, მე დავიკარგე, ღმერთთა რჩეული თავი მეგონა; მათ გამოსცადეს ჩემი სიკარგე, სიუხვის ფასი რომ გამეგონა; ორპირობისთვის მზაობას მთხოვდნენ, ისინი მყოფენ და ამით მსპობენ. ************************************************ Marienbader Elegie Was soll ich nun vom Wiedersehen hoffen, Von dieses Tages noch geschlossner Blüte? Das Paradies, die Hölle steht dir offen; Wie wankelsinnig regt sich's im Gemüte! — Kein Zweifeln mehr! Sie tritt ans Himmelstor, Zu ihren Armen hebt sie dich empor. So warst du denn im Paradies empfangen, Als wärst du wert des ewig schönen Lebens; Dir blieb kein Wunsch, kein Hoffen, kein Verlangen, Hier war das Ziel des innigsten Bestrebens, Und in dem Anschaun dieses einzig Schönen Versiegte gleich der Quell sehnsüchtiger Tränen. Wie regte nicht der Tag die raschen Flügel, Schien die Minuten vor sich her zu treiben! Der Abendkuss, ein treu verbindlich Siegel: So wird es auch der nächsten Sonne bleiben. Die Stunden glichen sich in zartem Wandern Wie Schwestern zwar, doch keine ganz den andern. Der Kuss, der letzte, grausam süß, zerschneidend Ein herrliches Geflecht verschlungner Minnen — Nun eilt, nun stockt der Fuß, die Schwelle meidend, Als trieb' ein Cherub flammend ihn von hinnen; Das Auge starrt auf düstrem Pfad verdrossen, Es blickt zurück, die Pforte steht verschlossen. Und nun verschlossen in sich selbst, als hätte Dies Herz sich nie geöffnet, selige Stunden Mit jedem Stern des Himmels um die Wette An ihrer Seite leuchtend nicht empfunden; Und Missmut, Reue, Vorwurf, Sorgenschwere Belasten's nun in schwüler Atmosphäre. Ist denn die Welt nicht übrig? Felsenwände, Sind sie nicht mehr gekrönt von heiligen Schatten? Die Ernte, reift sie nicht? Ein grün Gelände, Zieht sich's nicht hin am Fluss durch Busch und Matten? Und wölbt sich nicht das überweltlich Große, Gestaltenreiche, bald Gestaltenlose? Wie leicht und zierlich, klar und zart gewoben Schwebt seraphgleich aus ernster Wolken Chor, Als glich' es ihr, am blauen Äther droben Ein schlank Gebild aus lichtem Duft empor; So sahst du sie in frohem Tanze walten, Die lieblichste der lieblichsten Gestalten. Doch nur Momente darfst dich unterwinden, Ein Luftgebild statt ihrer festzuhalten; Ins Herz zurück! dort wirst du's besser finden, Dort regt sie sich in wechselnden Gestalten; Zu vielen bildet eine sich hinüber, So tausendfach, und immer, immer lieber. Wie zum Empfang sie an den Pforten weilte Und mich von dannauf stufenweis beglückte, Selbst nach dem letzten Kuss mich noch ereilte, Den letztesten mir auf die Lippen drückte: So klar beweglich bleibt das Bild der Lieben Mit Flammenschrift ins treue Herz geschrieben. Ins Herz, das fest wie zinnenhohe Mauer Sich ihr bewahrt und sie in sich bewahret, Für sie sich freut an seiner eignen Dauer, Nur weiß von sich, wenn sie sich offenbaret, Sich freier fühlt in so geliebten Schranken Und nur noch schlägt, für alles ihr zu danken. War Fähigkeit zu lieben, war Bedürfen Von Gegenliebe weggelöscht, verschwunden, Ist Hoffnungslust zu freudigen Entwürfen, Entschlüssen, rascher Tat sogleich gefunden! Wenn Liebe je den Liebenden begeistet, Ward es an mir aufs lieblichste geleistet; Und zwar durch sie! — Wie lag ein innres Bangen Auf Geist und Körper, unwillkommner Schwere: Von Schauerbildern rings der Blick umfangen Im wüsten Raum beklommner Herzensleere; Nun dämmert Hoffnung von bekannter Schwelle, Sie selbst erscheint in milder Sonnenhelle. Dem Frieden Gottes, welcher euch hienieden Mehr als Vernunft beseliget — wir lesen's —, Vergleich ich wohl der Liebe heitern Frieden In Gegenwart des allgeliebten Wesens; Da ruht das Herz, und nichts vermag zu stören Den tiefsten Sinn, den Sinn, ihr zu gehören. In unsers Busens Reine wogt ein Streben, Sich einem Höhern, Reinern, Unbekannten Aus Dankbarkeit freiwillig hinzugeben, Enträtselnd sich den ewig Ungenannten; Wir heißen's: fromm sein! — Solcher seligen Höhe Fühl ich mich teilhaft, wenn ich vor ihr stehe. Vor ihrem Blick, wie vor der Sonne Walten, Vor ihrem Atem, wie vor Frühlingslüften, Zerschmilzt, so längst sich eisig starr gehalten, Der Selbstsinn tief in winterlichen Grüften; Kein Eigennutz, kein Eigenwille dauert, Vor ihrem Kommen sind sie weggeschauert. Es ist, als wenn sie sagte: "Stund um Stunde Wird uns das Leben freundlich dargeboten, Das Gestrige ließ uns geringe Kunde, Das Morgende, zu wissen ist's verboten; Und wenn ich je mich vor dem Abend scheute, Die Sonne sank und sah noch, was mich freute. Drum tu wie ich und schaue, froh verständig, Dem Augenblick ins Auge! Kein Verschieben! Begegn' ihm schnell, wohlwollend wie lebendig, Im Handeln sei's, zur Freude, sei's dem Lieben! Nur wo du bist, sei alles, immer kindlich, So bist du alles, bist unüberwindlich." Du hast gut reden, dacht ich: zum Geleite Gab dir ein Gott die Gunst des Augenblickes, Und jeder fühlt an deiner holden Seite Sich augenblicks den Günstling des Geschickes; Mich schreckt der Wink, von dir mich zu entfernen — Was hilft es mir, so hohe Weisheit lernen! Nun bin ich fern! Der jetzigen Minute, Was ziemt denn der? Ich wüsst es nicht zu sagen; Sie bietet mir zum Schönen manches Gute, Das lastet nur, ich muss mich ihm entschlagen. Mich treibt umher ein unbezwinglich Sehnen, Da bleibt kein Rat als grenzenlose Tränen. So quellt denn fort und fließet unaufhaltsam, Doch nie geläng's, die inn're Glut zu dämpfen! Schon rast's und reißt in meiner Brust gewaltsam, Wo Tod und Leben grausend sich bekämpfen. Wohl Kräuter gäb's, des Körpers Qual zu stillen; Allein dem Geist fehlt's am Entschluss und Willen, Fehlt's am Begriff: wie sollt' er sie vermissen? Er wiederholt ihr Bild zu tausend Malen. Das zaudert bald, bald wird es weggerissen, Undeutlich jetzt und jetzt im reinsten Strahlen; Wie könnte dies geringstem Troste frommen, Die Ebb' und Flut, das Gehen wie das Kommen? Verlasst mich hier, getreue Weggenossen! Lasst mich allein am Fels, in Moor und Moos; Nur immer zu! euch ist die Welt erschlossen, Die Erde weit, der Himmel hehr und groß; Betrachtet, forscht, die Einzelheiten sammelt, Naturgeheimnis werde nachgestammelt. Mir ist das All, ich bin mir selbst verloren, Der ich noch erst den Göttern Liebling war; Sie prüften mich, verliehen mir Pandoren, So reich an Gütern, reicher an Gefahr; Sie drängten mich zum gabeseligen Munde, Sie trennen mich — und richten mich zugrunde.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი