შარლ ბოდლერი_თრობა
თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. გიხსნის ამაზრზენი ტვირთისგან დროისა, რომელიც გაგტეხავს, როგორც არაფერი. ჟინი გაიღვივე თრობისკენ ლტოლვისა. ჰო, მაგრამ რა სახით? ღვინით თუ ლექსებით, სიქველით… რაც გინდა, იმითი დათვერი, დათვერი საშენო ამბების კეთებით, თუკი სიფხიზლის კვლავ დაგიდგა ჯერი; და თუ გამოფხიზლდი კიბეზე სასახლის, პატარა მდელოზე, მდინარის ნაპირად, ოთახში, ეულად როცა ხარ მარადის, მაშინ ჩიტს და ქარს, ტალღასაც ადვილად, ვარსკვლავს და საათსაც - დადის თუ არ დადის, კვნესის თუ მიგორავს, დაქრის თუ არ დაქრის - ჰკითხე მათ ერთი რამ: რა დროა ნამდვილად? ქარი და ტალღა, ჩიტი და ვარსკვლავი, საათიც გიპასუხებს: რომ თრობის საათია! თრობა, დავიწყება - ეს არის ამბავი! რომ დროს არ ვემონოთ - ეს ხომ მთავარია, დრომ არ გვიმორჩილოს - ეს ხომ ამბავია! ამიტომ გავიხადოთ ჩვენ თრობა მთავარი, ღვინით თუ ლექსებით, სიქველით - რაც გინდა. ************************************************************* Il faut être toujours ivre. Tout est là : c'est l'unique question. Pour ne pas sentir l'horrible fardeau du Temps qui brise vos épaules et vous penche vers la terre, il faut vous enivrer sans trêve. Mais de quoi ? De vin, de poésie, ou de vertu à votre guise, mais enivrez-vous ! Et si quelquefois, sur les marches d'un palais, sur l'herbe verte d'un fossé, dans la solitude morne de votre chambre, vous vous réveillez, l'ivresse déjà diminuée ou disparue, demandez au vent, à la vague, à l'étoile, à l'oiseau, à l'horloge, à tout ce qui fuit, à tout ce qui gémit, à tout ce qui roule, à tout ce qui chante, à tout ce qui parle, demandez quelle heure il est ; et le vent, la vague, l'étoile, l'oiseau, l'horloge, vous répondront : « Il est l'heure de s'enivrer ! Pour n'être pas les esclaves martyrisés du Temps, enivrez-vous ; enivrez-vous sans cesse ! De vin, de poésie ou de vertu, à votre guise. »
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი