ბორის პასტერნაკი_"პოეზიის განმარტება"_Борис Пастернак_"Определение поэзии"_ქართული თარგმანი
ეს - მძაფრი, შემტევი სტვენაა, ეს არის ყინულის წკარუნი, ეს - ცივ ღამის ფოთოლცვენაა, ბულბულთა შეჯიბრი ზღაპრული. ეს - ტკბილი, შემჭკნარი ბარდაა, სამყაროს ცრემლია ბეჭებზე, სიტყვების სეტყვათა ვარდნაა ფლეიტის ბგერების ფერებზე. მუდამ ეძიებს მას ღამე რადგან, ტბათა ფსკერების იმ სიღრმეებით, რომ მიიტანოს ვარსკვლავი ბაღთან აკანკალებულ სველი ხელებით. წყალთან არ იძვრის ბუღი დამდგარი, მურყანს მთელი ცა დაუბურია, მოუხდებოდათ ვარსკვლავთ ხარხარი, მაგრამ სამყარო უდაბურია. *********************************************** Это - круто налившийся свист, Это - щелканье сдавленных льдинок. Это - ночь, леденящая лист, Это - двух соловьев поединок. Это - сладкий заглохший горох, Это - слезы вселенной в лопатках, Это - с пультов и с флейт - Figaro Низвергается градом на грядку. Всё, что ночи так важно сыскать На глубоких купаленных доньях, И звезду донести до садка На трепещущих мокрых ладонях. Площе досок в воде - духота. Небосвод завалился ольхою, Этим звездам к лицу б хохотать, Ан вселенная - место глухое.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი