გალაკტიონი_შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Осень в монастыре
Осень в монастыре отцов-отшельников "Непорочного Зачатья " И май, и июнь, и июль - всех, Сады ноября убьют совсем. У меня пройдут страсти и грех, И люстры дворца погаснут все. Остался у бассейна сандаль, Листья желтые ещё на нём... На книге отдыхает шандал, Скиф безумный же - в романе том. Посещу отшельников отцов Храм "Непорочного Зачатия": Сажей черной, как снегом, покров Меня обхватит объятием. Смотрев на меня, глаза могут, Под бровьями коршуном взвестись: И распятия не помогут! Не спастись, не спастись, не спастись! Ветрá пустынь мучают, знаю - Ты помнишь меня, Избавитель! Звонницу звóны звеня взрывают... Святой, Святой Спаситель! Летят с дикими бурями вдаль Листья, будто дроздей колонны... Февраль ведь призывают, февраль, Вóроны с креста колокольни! И знаю - боязнь суетливая, Пришла ведь ночь кромешная, Моя келия молчаливая И огня стена защитная. Молитвой преднесёт для Творца, Он, с видом болезненно-сновым: В жанре газели - поэт дворца, Перчатку - секретарь дворцовый. ******************************************************** შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები. მხურვალე ვნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები. დარჩება აუზთან სანდალი და ძველი ფოთლები, ყვითელი... რომანზე ისვენებს შანდალი, რომანში - შეშლილი სკვითელი. ვეწვევი განდეგილ მამათა „უმანკო ჩასახვის“ სავანეს: იქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის. სიმკაცრით შემხედავს საშვენი თვალები შეკრული კამარის: ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის! დაქრიან უდაბნო ქარები, მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ! სამრეკლოს ანგრევენ ზარები... წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ! გრიგალთა სადაურ შებერვას მისდევენ ფოთლების შვავები... თებერვალს უხმობენ, თებერვალს, სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები! და ვიცი ღელვათა საგანი, როდესაც ღამეა უკუნი, და ჩემი მდუმარე საკანი და ცეცხლის მფარველი გუგუნი. ერთგვარად მიიტანს ამ სახის ლოცვისთვის ზმანება-მტკივანი: გაზელებს - მგოსანი სასახლის, ხელთათმანს - სასახლის მდივანი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი