გალაკტიონი_ეფემერა_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Эфемера
ЭФЕМЕРА На скачкáх проносятся мои кони синие, Ветрами цветастыми, будто эфемерными, На века меня сочтут первым, в поколении Ниагарных рвений, с дикостьми немерными. Жаль, что я единственный, небом так предурченный Для дворцов рубиновых в новой Карфагении, Ведь без дикой скорости - для судьбы я конченый, Только кони синие будут в моём пении. Не найти меня ни ветру в тех глубинах хаоса, Его зов: "Галактиóн!" - вознесётся и угаснет. Здесь, где гордо крест возвышен над городом пафоса, Тут свеча бессмертия и вовеки не погаснет. Мутными пустынями рвутся кони мои, сновы, Караванным бисером кроя горы силуэтом, Во мне негрузинского не найти ни капли крови, Конца нерва не найти в моём теле не поэта. Сколько злых померкнет глаз, завистью наполненных, Что Я всегда на высоте, красотой таинственный, Состязание стихов - интеграл исполненный, На ристалище коней - Я всегда единственный! И вот! Слышен здалека, гром гремит гремучестью, Заплясали молнии, на небосвод наносятся, Исчезает печь греха, спалённая могучестью, Границ грусти не найти, звуки не доносятся. Края сумашедшие, ночи не беспечные, Пусть зальются мýками, ночь луною пусть жива. Душа жаждет рубежи эфемерно вечные, Душа жаждет рубежи - как безбрежность тут права. Скажи, что же говорят древа пальм над небосклоном? Только ввысь! И грусть легка, так далёка и безбрежна. Таинством мира поделюсь, мной уже преодолённым, Чтобы там царил простор, а погибель - неизбежна. Смыслов праздным голосам не давал я никогда, Свет изрезан ранами непонятных "гениев", От башен сновидений туман слезает иногда И душа туда летит с обречённым пением. Чтоб я грустью был сметён адскими потопами, Попращавшись с розами, там, где май кончается, Стану я на полюсе каменными стóпами, Когда ветер восстаёт и в небосвод врезается. Как наследник гениев, дарю без усталости Смерти несусветные, грёзы пожеланий. Буду проклят навсегда, в прошлом и без жалости, Чтоб воздвигнуть памятник мутных изваяний. Вот же, появляется меридиан небосклона, Вновь ищу погибели и смеюсь над старостью, Прошлого уже и нет, нет как листьев у бутона, Путь мой ясен и пропитан той осенней сладостью. Пусть я буду увлечённый созерцанием игр иль боя, И не буду я смущённый грешным солнцем, ни луною. Пусть останусь в этом шуме гордо и навеки стóя, Тенью смыслов опалённых той печалью неземною. Пусть эфемера мной играет как пожелает ночь огней, Пусть со мной покоится тот эмбаз таинственный, На ристалище коней! На ристалище коней! На ристалище коней - Я всегда единственный! ***************************************************************** ეფემერა ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით. ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები, ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია, ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები. ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება. სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები, იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება. რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული, გაიშლება გამრღვევი მღვრიე უდაბნოეთის, წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის. ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები, რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები, ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები! აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი, ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი, გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი. კიდეები შეშლილი, ღამეები ველური დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას. სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული, სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას. თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები? წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან. ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები, ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან. ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა, დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით. კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა და იქ მიექანება სული განწირულებით. ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს, სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება. მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს, როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება. როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის. წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები, რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის. თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი, ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს, წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი, შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს. დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული, იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა, ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული, ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა. დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი, ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს. ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი