გალაკტიონი_საახალწლო ეფემერა_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Новогодняя эфемера
НОВОГОДНЯЯ ЭФЕМЕРА Во тьме ночи пронзительно меня, Будящий и нежный запах пробил. Вихрь холодный и далекий, гудя, Привал к воротам автомобиль. Остановились два желтых глаза И с боязнью всколыхнулись теньки, Долг прошлого выл у дверей разом: Та же музыка, вино и цветки! И я, ясным флагом поэзии, Цветасто - бархатно зачарован, Чтоб иным Моцартом, Деларошом, Став менестрелом, был очарован. Стёкла чтоб восторженно звенели: Flor extra fina, flor extra fina! С дикой радостью всех опьянели Музыка, цветы, бокалы вина. И страх заплакал клавишей одной, Завопя в сердце клавиатуры, Когда концерт огненно большой, Театр охватил болью культуры. Твой глаз же в театре утомляют Их треляющие взгляды тоже, С майским солнцем тебя равняют, Ты - Беатриче в высоком ложе. Вот плóтом проникла душа в море, Как заплыл в хаос незаметно я, И щепкой осталась плавать горем, Одна клавиша, незаменная. Если бы я смог чем-то забыться! Если бы я смог исчезнуть где-то! Если бы найти про тебя рифму! Если б' ассонанс стоил чего-то! Вновь пленят меня театра розы, Столы и вазы, белизна, ночи, Хороших женщин пустые позы, В ярких рубинах, кулонах прочих. Вот хрустáлью слов занавес упал, Опять дендизм! И гость уходит. Театр в голубом тумане пропал, Безцветно в пустыню переходит. Под зеркалом серёжка упала, Демонических бровей заслугой. Гасит свечи убранного зала И спокойно уходит прислуга. Последним было это пиршество, В память томится душа годами, Луна - символ белого нищества, Фонтанирования садами! И стёкла восторженно звенели: Flor extra fina, flor extra fina! С дикой радостью всех опьянели Цветки, музыка, бокалы вина. ********************************************* საახალწლო ეფემერა ღამის წყვდიადში მე შემომესმა, სურნელი ნაზი, თვალგაპობილი. გრიგალმა ცივმა და უშორესმა კართან მოაგდო ავტომობილი. გაჩერდა ორი ყვითელი თვალი და შეშინებით დაკრთენ ჩრდილები, კარებთან კივის წარსულის ვალი: მუსიკა, ღვინო და ყვავილები! და პოეზიის ნათელი დროშით იხავერდება ოცნება ჭრელი, რომ სხვა მოცარტით და დელაროშით ვიხიბლებოდე მე, მენესტრელი. აღტაცებების რეკავდეს მინა და სიხარულის იყოს ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები. შიშით ატირდა კლავიში ერთი, კლავიატურის გულში მკივარი, ოდეს ცეცხლივით დიდი კონცერტი მოედო თეატრს, ვით სატკივარი. მრავალ წამწამებს და მრავალ ისარს გრძნობს დაღალული თვალი თეატრში და ედარები მზეს ნამაისარს, მაღალ ლოჟიდან შენ, ბეატრიჩე! სული გაქანდა ზღვაში მოტივედ, თითქო ქაოსის ნისლში შეველი და ატივტივდა იქ ნაფოტივით კლავიში ერთი, შეულეველი, რომ დავიწყება შემეძლოს რითმე! რომ გადაკარგვა შემეძლოს სადმე! რომ მაპოვნინა მე შენზე რითმა! რომ ასსონანსი ღიროდეს რადმე! კვლავ მონად ვყავარ თეატრის ვარდებს, ღამეს, სითეთრეს, ვაზას, მაგიდებს, კარგი ქალების სიცილს უდარდელს, ელვარე ლალებს და ყელსაკიდებს. ისევ დენდიზმი! სიტყვის ბროლებით ეშვება ფარდა. მიდის სტუმარი, თეატრი ხდება ლურჯ გაზოლებით უდაბნო ყვავილთ ნასამუმარი. პატრონი იყო დემონთა წარბის, ვისაც სარკესთან მოწყდა საყურე. აბნელებს სანთლებს, ალაგებს დარბაზს და მშვიდათ მიდის მოსამსახურე. უკანასკნელი იყო ეს ლხინი, მის ხსოვნად სული მარად ევნება, მთვარე - ღრუბლების თეთრი პინგვინი და ბაღის მძიმე აშადრევნება! აღტაცებების რეკავდა მინა, და სიხარულის იყო ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი