გალაკტიონი_მშობლიური ეფემერა_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Родная эфемера
РОДНАЯ ЭФЕМЕРА Деревьев родимых мне не признать - Замётана стопа зимою здесь... "Уже давно?" - обращаюсь к лесам, "Да, давно" - шелестом ответил лес... Сросшие скалы смотрят к небесам, Стоны кого-то просят до небес. "Здесь Прометей?" - обращаюсь к лесам, "Да, Прометей" - тихо ответил лес... Тот горький стон догнал меня к слезам, И сердце опять исчезает здесь... "Потеряно?" - обращаюсь к лесам, "Потеряно" - гулом ответил лес... Терек гудит не переставая, Солнце, сумерками обезýмея... Калейдоскопом цветов уставая Багровый лес пóлон безумия. Казбег одели туманом зримо, Небо пóлнили вишнями... Хватит. В небо кидались цветами мнимо, От Дариала звóном закатит... Миг свидания... И хоть погибай, Тихая встреча - я, ты и берег. Память сердечно ты уж передай Призракам близким, гудящий Терек. Сросшие скалы смотрят к небесам, Стон кого-то просится до небес. "Здесь Прометей?" - пытаюсь я узнать, "Прометей" - гудя, ответил лес... ********************************************************* მშობლიური ეფემერა ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს - ზამთარს ბილიკი დაუტანია... „დიდი ხანია?“ - მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: „დიდი ხანია“... შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. „ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: „ამირანია“... ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია... „დაკარგულია?“ - მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: „დაკარგულია“... გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... ფერები ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი - ლილა და შინდი... ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით, და ცა ალუბლით სავსეა... კმარა. ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა... სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო. მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!.. შეხავსებია კლდეები კლდეებს. იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. „ამირანია?“ - კვლავ ვკითხავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი