გალაკტიონი_მგლოვიარე სერაფიმები_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Траурные серафимы
ТРАУРНЫЕ СЕРАФИМЫ Мрамором прикрывшего (грусть времен, многолетий! Лишь поэзия спасла меня от забвения); У меня терялось восприятие столетий; Из могилы вышли я и мои видения. Я возвращался к родине скользкими трóпами, В воздухе стонали дождя струны пóрванные. От кладбища шли за мной траурными тóлпами, Оплакали меня серафимы нежданные. Плакали так: "Ах, посмотрите! Вот, это же он! Ты бывал так нежен и молод - похожий на май, Величаво, лавровой дорогой, как Цезарь шёл, В твоем пришествии мерцал огонь благодатный. И ведь, ты всегда жил женским ласканием жгучим, Как само зло, в Грузии торжественно явленный, Рождалось в тебе озорствó знойностью могучей, Ты наконец испил чаши, жаждой охваченный! Каждая капля была полна сильнейшим ядом; Нежность чувства лишь с синими конями слеталась, Ты очарованным бывал такой ночью рядом, Лишь цветком в петлице величие оказалось. Кентаврами стоят у твоей могилы липы, В их тенях, туманных, неожиданных миллион, И появись спутники у поэзии лишь бы, Стóя траурно, они скажут: Вот, это же он!" ************************************************************ მგლოვიარე სერაფიმები მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა; ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან. მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით, ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები. და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით მე მიმყვებოდენ და სტიროდენ სერაფიმები. ასე სტიროდენ: „ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი! იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი, დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი, შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი. ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის, თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს, და შენ, მწყურვალემ, გამოსცალე ყველა თასები! ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით; ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე, იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე. ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით ცენტავრები, მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი, გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები, სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!“
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი