გალაკტიონი_მთაწმინდის მთვარე_თარგმანი რუსულად_Галактион Табидзе_Луна Мтацминды
ЛУНА МТАЦМИНДЫ Луны такой спокойной никогда здесь не было! Синих призраков в ночи от лиры не убыло, Дуновеньем своим вяжет их к деревьям, к кóрню ... Таким тихим, таким нежным небо я не помню! Луна, будто бусами бледного свечения, Как лилии с цветами легкого сновидения, Видны Кура и Метехи, блестят белым цветом, О, ещё не зараждалась луна с нежным светом! Тут призрак спит старца в могиле королевским сном, А траурному кладбищу из розовых листков, Звёзды с веселым трепетом покрывало сшили ... Здесь сиротой бродить любил сам Бараташвили... И пускай я лебедью умру в тех песнях с грустью, Лишь сказав: в моей душе ночь зачерпнула горстью, Как мои сновиденья улетали в небеса, И раскрыли широко синие грёз паруса - И как меняет близость погибели гения Розы, водопады лебединого пения, Как чувствую, что для души, воспитанной морем Смерть-же в дорогу с розами превратилась горем, На этом пути смелость - поэтов сказочный покой, И никогда ещё не стала ночь тихой такой, И, призраки, я вблизи вас встречаю погибель - И Я - царь, и поэт, и пою в свою загибель - Что моя лира придёт, с векáми к вам ответом... Что ещё не родилась луна в покое света! ******************************************************************* მთაწმინდის მთვარე ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე, ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები - თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა, რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე, რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები - რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები - რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი