გლეხი და მდიდარი


ერთ სოფელში ერთი გაჭირვებული გლეხი და მდიდარი კაცი ცხოვრობდა. გლეხსაც და მდიდარსაც თავ-თავიანთი ოჯახი ჰყავდათ, გლეხი ოჯახს თოხნა-ბარით არჩენდა ხოლო მდიდრის ოჯახს არაფერი აკლდა. ერთ დღეს გლეხს ფული დასჭირდა და მდიდრისკენ გასწია.
-დამეხმარე რა და შეგერგება, მე თუ არა ღმერთი დაგეხმარება!-მიუგო გლეხმა.
-აბა გასწი აქედან ჩქარა! ბუზებს რომ ვითვლი მიტომ კი არა მაქვს ფუფუნება, აბა შენცა გასწი იშრომე ოფლი ღვარე და იშოვი! - მიუგო მდიდარმა. რა ექნა გლეხს, ხომ არ დაუწყებდა ხვეწნას და წავიდა.
 გავიდა წლები, მდიდარი ისევ ისეთ ფუფუნებაში არ ცხოვრობდა, მოაკლდა და მოაკლდა. გლეხი კი ახლა ისეთი ღატაკი არა ყოფილიყო. ერთ დღეს მდიდარს დახმარება დასჭირდა გასწია გლეხთან დახმარების სათხოვნელად, თანაც რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი ახსოვდა თუ როგორ გააძევა დახმარების სათხოვნელად მოსული გლეხი, ფიქრობდა: -ვაი თუ გამომაგდოს?! მაგრამ მაინც მიდიოდა. ახლა კი უთხრა:
- დამეხმარე გეხვეწები, თან პატიებას ვითხოვ წინანდელ ჩემს სიძუნწეზე!
- რას ამბობ კაცო, ბოდიში რა სათქმელია? ახლავე გაგიწევ დახმარებასო! - და დაეხმარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი