რამ გაგზარდა?
ვეებერთელა საზამთრო მოაგორეს ბაზრიდან. ბებომ სცადა - ვერ ასწია, პაპამ ძლივს-ძლივს აზიდა. უკვირს ყველას - ამ გოლიათს ნეტავი რა გაზრდიდა? დედამა თქვა: - კარგი მიწა! ბებომა თქვა: - წყალიო! დეიდამ თქვა: - მზე კაშკაშა! დამ: - ამინდი წყნარიო! აქ საზამთროს გაეცინა მთელი გულით, არ გჯერათ? თქვა: - გამზარდა ტკბილმა კაცმა, დაელოცოს მარჯვენა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი