„სული ჩემი ჯვარზე გაკრულს“


სული ჩემი,ჯვარზე გაკრულს
და ეს ლეში სვავებს ერგო,
უფლის გზაზე არ ვცნობ მზაკრულს
გლახაკს მსურდა ქილა ერბო.
მუხლი ჩემი,სალოცავად
სამი თითი პირჯვრის სახვად,
განსჯა არ მსურს კაცის ავად
სხვა ხერხს ვარჩევ უფლის ნახვად.
ფეხი,ეკლესიას მსვლელად
მხრები,ტვირთის ასატანად,
ჩემი გული იქცეს მხსნელად
სულში რწმენის დასატანად.
ტანი წკეპლის მწარე დაკვრით
თავს გვირგვინი,ეკლის,მძიმე,
წამებით და ჯვარზე გაკვრით
მხოლოდ ორ დღეს დავიძინე.
მკლავი გელათს მშენებარეს
მაჯა კლდეებს,ტყე-ღრედ სავალს,
ეშმაკს სურდა შევეფარე
თუმცა ვიცი რა გზით წავალ.
ძვლები მიწას,სისხლი სარწყავს
და ცოდვები ერგო ბოროტს,
მიწა რადგან არ მცნობს საწყალს
ჩქიმ შურ ცაშა მეჸუნს ღორონთს.

დანიელ გერგედავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი