„ეს სიკვდილია მეგობარო“


ეს სიკვდილია მეგობარო, სიკვდილზე მეტიც
ჩემი სიცოცხლე სასჯელია,
გარდაცვალება,
სისულელეა ვინც სხვა მიზეზს,სხვა ახსნას გეტყვის
რადგან სიჩუმით ასატანი გახდა წვალება.
ეს ღალატია მეგობარო,გასცე მესია
თუ კი პეტრე ხარ,კვლავ გაივლი გზებზე ამ ქუჩის,
როცა ცოდვილნი ქვებს გიშენენ,
ტალახს გესვრიან
სწორედ ის დროა ლურსმანს მოხვდეს პირი ჩაქუჩის.
ეს სამოთხეა მეგობარო,
ედემის ბაღის
სადაც აბორტი არ ითვლება ფეხქვეშ გათელვად,
სიწმინდე? მენდე,ვერ გეტყვი რა ღირს
თუ კი იპოვი,მოგახმაროს ღმერთმა ჯანმრთელად.
ხო ეს გასვლაა მეგობარო,
თავად ჯვარცმიდან
სული რომელიც დატოვე და მიუგდე ძაღლებს,
როცა ფულს იღებ უმოწყალოდ უფლის ძარცვიდან
ჩემში მოგცემდნენ დამიჯერე,არც ისე ნაკლებს.
მელის სიკვდილი მეგობარო,
სიკვდილზე მეტიც
მელის სიცოცხლე,სასჯელი და გარდაცვალება,
სისულელეა ვინც სხვა მიზეზს,სხვა ახსნას გეტყვის
რადგან სიჩუმით ასატანი მიწევს წვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი