...კვლავ ამიჯანყებ


კვლავ ამიჯანყებ ფიქრებს ნაურვალს,
მოდიხარ, მოგდევს მზერა ბიჭების,
თავად არ ვიცი, რა უცნაურად,
ჩემს სამყაროში შემოიჭერი.

არაფერს ვგეგმავ, მივდევ დინებას,
თუ საჭიროა, გავიღებ მე მსხვერპლს
ოღონდ შენ, როგორც ბროლის ქმნილება,
ხელებში უცებ არ შემომემსხვრე.

რადგან დარდისას ყველაფერს ვანგრევ,
მივყვები ქუჩას ჰო, გაავებით,
შენი ღიმილი იყო ხაფანგი
და უცაბედად მასში გავები...

არა, არ ვნანობ, არც თავს დავიხსნი,
თუნდაც ვიცოდე, რომ კლდის კიდეა,
შენთან სხვა გზნებით მიღელავს სისხლი,
შენთან სინათლე და სიმშვიდეა.

ვუამბობ შენზე ქაღალდის ჩიტებს,
გიჩივი, რადგან ყინულს ვასკდები,
მე მინდა, რომ შენს გათოშილ თითებს,
გავუყო სითბო უკანასკნელი.

ვიცი, რომ მამხელს სულის სიშავე
და მიმატოვებ ან დღეს ანდა ხვალ,
მანამდე მაინც არ დამიშალო,
რომ გამეფიქროს შენზე ხანდახან...

დანტე დარდიანი      09/06/2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

♥ ძალიან კარგია ♥

Zura88ხელოვანი7 თვის წინ

კარგია ჯიგარო.👍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი