შენ მყავხარ
შენ მყავხარ მთვრალის, ფხიზელის თუ მოინდომა, ვნების მორევში მაინც შეყავხარ, რად გინდა ქალი რომ არ გიყვარდეს, მე ერთი ვიცი, ვიცი, შენ მყავხარ. რა სილამაზე, რა გამოხედვა, ძილში, ფიქრებში, ნაოცნებია, ტუჩებს ნუ მალავ, ეგ ტუჩები ხომ, სიყვარულისგან ნაკოცნებია. ამ ვარდებმა ხომ შენთვის იხარეს, გორებიდან მზე შენთვის ამოდის, ჩემი ლექსებით მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები შენთვის ამომდის. ხატვა არ ვიცი, მაგრამ დაგხატავ, ეგ სილამაზე გზამდე მიმიყვანს, ერთი გზა ვიცი, გავალ ბოლომდე, განა ვერ ხვდები, მე დღეს ვინ მიყვარს? გადაიპენტა თეთრად ხეები, დედოფალია ხეებში ნუში, ქალს არასოდეს დაავიწყდება, პირველი კოცნა, რაც მოხდა გუშინ. წვიმს და ფიქრებში ისევ შენთან ვარ და სიმთვრალეში ღვინოს შევყავარ, ვისაც ვინ უნდა ის შეუყვარდეს, მე ერთი ვიცი, ვიცი შენ მყავხარ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი