მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით
მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით გლდანი, რუსთავი, ქსანი, გეგუთი, მეც ვნახე ციხის თეთრი კედლები, ფიქრიღა დამრჩა, ეჰ!უსასრულო და ფიქრში ფიქრებს შევეკედლები. ალბათ მეც შევცდი, ერთმა ნაბიჯმა, აქ მომიყვანა და სასჯელს ვიხდი, ბევრმა გამყიდა, ბევრსაც ვახსოვარ, ვინ ვინ ყოფილა ჩემთვის დღეს მივხვდი. დაიზრდებიან, გაფრინდებიან, ჩემი გაზრდილი მტრედის ხუნდები, გავა წლები და მერე მივხვდები, შენ გახსოვარ თუ გაგიხუნდები. მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით და ვერ ვუმღერე სატრფოს არია , ეჰ!დედაჩემო შენც გაგამწარე, დღეს შენი შვილი პატიმარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი