მოდი მოგიყვები როგორ შემიყვარდი


მოდი მოგიყვები როგორ შემიყვარდი

მოდი ჩამოჯექი ,უნდა გეჩურჩულო,
მოდი მოგიყვები, როგორ შემიყვარდი,
როგორ მოგიკრიფე ციდან ვარსკვლავები,
როგორ მოვიპარე   შენთვის თეთრი ვარდი.

როგორ შემოვედი შენთან როგორც ,, ქურდი,, ,
სახე დავმალე და ტანზე მოვიფარე,
საძინებელშიც კი ისე  შემოვედი,
ერთი გაკოცე და კოცნაც მოვიპარე.

მოდი მოგიყვები, როგორ ჭორაობდნენ,
გარეთ მეზობლები, ბაღში  კესანები,
ბოლოს გამიმხილე შენი სიყვარულიც,
დღეს კი  ყოველ დილით კოცნით  გესალმები.

მოდი ჩამოჯექი უნდა ჩაგახედო,
ჩემი გულის შიგნით  სიღრმე რამხელაა,
იქნებ  შენი თავი შიგნით  დაინახო,
დღესაც ეს სიტყვები გრძნობის გამხელაა.

მოდი ჩამოჯექი უნდა გეჩურჩულო,
უნდა გაგიშალო თმები გასაშლელი,
კოცნას კიდევ ერთხელ გავიმეორებდი,
შენგან არ მექნება დღეს ეს დასაშლელი.

მოდი ჩამოჯექი, მოდი გეჩურჩულო,
მოდი მოგიყვები როგორ შემიყვარდი,
როგორ მოგიკრიფე ციდან ვარსკვლავები,
როგორ მოვიპარე შენთვის თეთრი ვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი