ვინმე რომ კვდება დღის ბოლომდე აღარც კი ახსოვთ


ვინმე რომ კვდება დღის ბოლომდე აღარც კი ახსოვთ

ვინმე რომ კვდება დღის ბოლომდე აღარც კი ახსოვთ,
დაკრძალვის სუფრა ემსგავსება ღრეობას ბოლოს,
ზოგი ღვინოს სვავს სადღეგრძელოს არც ელოდება,
სუფრიდან გადის  პაპიროსი რომ გააბოლოს.

თითო-ოროლას თუღა ახსოვთ დღეს ვინ დაკრძალეს,
ცოლი ქვითინებს, დედის გვერდით დგანან შვილები,
იმ ხალხის მიკვირს ,რომ იწყებენ შემდეგ დაცინვას,
რა ღვინო იყო, წამოვედით მწყურვალ-მშივრები.

ეს ის ხალხია ოჯახს გვერდით მძიმე წუთებში,
გუშინ რომ ედგნენე ,დღეს კი ვხედავთ სახე დაკარგეს,
ვითომდა ღვინით მოიგონეს ის უბედური,
თუ მიხვდებიან ოჯახს მაინც ეს რა აკადრეს.

მე რომ მოვკვდები ,მე არ მინდა სუფრა, ღრეობა,
ჩემი ქელეხი სიცოცხლეში თავად ავკრძალე,
ერთი ის ქენით შემიკარით მუხის სასახლე
და მერე სადაც,სადაც გინდათ მეც იქ დამკრძალეთ.

ვინმე რომ კვდება, დღის ბოლომდე აღარც კი ახსოვთ,
ჩემი ქელეხი სიცოცხლეში თავად ავკრძალე,
თითო-ოროლას თუღა ახსოვთ დღე ვის ტიროდნენ,
არავის ახსოვს, თუ ვინ  მოკვდა, ან  ვინ დაკრძალეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი