შოვი


შოვი 

რა ვთქვა, როგორ ვთქვა, სიტყვებს ვერ ვურჩევ,
თვალებში ცრემლი, გულში ბზარია,
დღეს ქვაც კი ტირის უგულო ცივი,
საქართველოში გლოვის ზარია.

რამდენი ბავშვი, რამდენი დედა,
რამდენი მამა, და-ძმები ჩვენი,
რა ხარ სიკვდილო ასე უგულო,
სახე დღეს ვნახე ნამდვილი შენი.

ვინ ვანუგეშო, როგორ, რა ვუთხრა,
დღეს რაც კი ხდება ხვდება ,,ტეტიაც,, ,
უფალო შენი იმედის გარდა,
სხვა ყველაფერი  დღეს ზედმეტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი