დღემდე არ ვიცი
დღმედე არ ვიცი დღემდე არ ვიცი, ან ვინ იყო ჩემი გამჩენი, ისიც არ ვიცი, მე თუ მყავდნენ ძმები ან დები, გამზრდელმა დედამ როგორც მითხრა კარებთან მნახა, მიტოვებული,მე როგორ ვთქვა,იმ ქალზე,დედი. ძონძებში გახვეული,ქაღალდის მონაგლეჯზე, წარწერა გაბღაჯნილი,სახელი დამიანი, თავის ნაშიერს ვის მიუყვანს ძაღლი მურია, თავის შეცდომას სად მიხვდება ადამიანი. ბევრს შეუძლია გააჩინოს მაგრამ, დედობას, ცოტა თუ შეძლებს,დედის გული უცემდეს მკერდში, ვინ გამაჩინა,რისთვის?რატომ?რომ მივეტოვე? დედა ის არის რომელიც მე დღესა მყავს გვერდში. ვინც მე გამზარდა , ვინც მასწავლა ,,ანი და ბანი,, , ,,თეთრი და შავი,, ,,კეთილმა რომ ბოროტსა სძლია,, , ის არის დედა, შემიფარა პატარა ბავშვი, ვიღაცის შვილის დედობა, რომ მას შეუძლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი