ღვინო


ღვინო

როგორ ვთქვა ღვინოს თვალს მოვარიდებ,
როცა არ ვტოვებ წვეთსაც  სურაში,
,,ქიზიყში,, კაცი ღვინოს რომ დალევ,
გაგეღვიძება შემდეგ სურამში.

რომ ვთქვა ღვინოსთან უმძრახადა ვარ,
როგორ შევეხო ყურძნის დედასო,
რა სისულელეც ჩამიდენია,
სიფხიზლეში ვერ გამიბედავსო.

თავადის ქალი მომწონებია,
იმის მერე ვარ ასე ავადო,
შენ რომ იცოდე ,
რა ღვინოს სცდები,
ქალს გამომატან ჩემო თავადო.

ციხეკოშკშია  გამოკეტილი,
თავადის ქალი იქ მიცდის ციცო,
მისი თვალები ,შვლის თვალებია,
მის გარდა მე სხვა ვინ დავიფიცო.

ღვინის დალევა გადამიყოლებს,
ვერც მე გამოვლევ ღვინოს სურაში,
ჩემი ღიმილი, ახალგაზრდობა,
გადაინაცვლებს შავთეთრ სურათში.

შენ გაგიმარჯოს ღვინოვ ,,ლალისა,, ,
ზოგს რომ ატირებ, ზოგსაც აცინებ,
მეც დამიტირებს საქართველოს ცა.
და ბოლო გზაზე  შენ გამაცილებ,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი