ალბათ მეც ხვალე აღარ ვიქნები


ალბათ მეც ხვალე აღარ ვიქნები



ალბათ მეც ხვალე აღარ ვიქნები,
ალბათ ბოლოჯერ დღეს გხედავთ ხალხო,
შვილო, ცხოვრებას არ შეუშინდე,
ცოლო, შავებით არ დაითალხო.

ალბათ ბოლოჯერ მოვსვამ ამ ღვინოს,
ალბათ ბოლოჯერ ჭიქას ვეხები,
შრიალს შეწყვეტენ ცას აწვდენილი,
ჩემი დარგული  ჩუმი ვერხვები.

ალბათ მეც მქონდა რაღაც შეცდომა,
არასწორი გზით ალბათ ვიარე,
ხატებთან გული რომ მომეოხა,
ეკლესიაშიც ვერ შევიარე.

ალბათ დედის ხმა  ბოლოჯერ მესმის,
მტრედის ღუღინი  ამ სახლის სხვენში,
დედის თვალს ცრემლი არ შეაშრება,
დედას ყვავილი რად უნდა ხელში.

მე მოვალ თოვლად და  დადნებიან,
თქვენს ხელისგულზე თეთრი ფიფქები,
სიცოცხლე მაინც გრძელდება ხალხო,
მერე რაა  თუ აღარ ვიქნები.

ალბათ მეც ხვალე აღარ ვიქნები,
ალბათ ბოლოჯერ ჭიქას ვეხები,
შრიალს შეწყვეტენ ცას აწვდენილი,
ჩემი დარგული, ჩუმი ვერხვები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი