მე ხომ გისმენდი, შენც მომისმინე


მე ხომ გისმენდი, შენც მომისმინე

მე ხომ გისმენდი, შენც მომისმინე,
დაგიმთავრდება ხვალ  გამოცდები,
იქვე ვიქნები, იმ მოსაცდელში,
უნივერსიტეტს რომ გამოსცდები.

თეთრი ვარდებით, ჩვენს ძველ ადგილზე,
შენ არ გიყვარდა ლურჯი ლავანდა,
მე გადაგაწყდი როგორც ყაჩაღი,
შენი სიცოცხლე მე შემიყვარდა.

როგორ შევხედო მე სხვას შენს შემდეგ,
როგორ ვთქვა მასზეც ქალია ჩემო,
როგორ შევეხო სხვას ამ  ხელებით,
როცა ეს გული ,მხოლოდ შენ გჩემობს.

მე ხომ გისმენდი, შენც მომისმინე,
რომ ვერ ხვდებოდე, არა ხარ ბავშვი,
აბა თუ გახსოვს შენ რა მითხარი,
ჩემს მხარზე თავი რომ გედო მაშინ.

მე მახსოვს როგორც გუშინდელი დღე,
შენი სიტყვებით ჰო, გავოცდები,
აქედან ჩვენსა წავიდეთ ქალო,
ხომ დაგიმთავრდა დღეს გამოცდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი