სატრფიალო
სატრფიალო შეგტცხვა,გაწითლდი,შენი სხეული, იმ მთვარის შუქზე კოცნისგან თრთოდა, მე არ მეგონა ღვინო თუ არა,, შენი ტუჩები ვერ დამათრობდა. იმ მთვარის შუქზე, ტირიფის ტოტზე, ობობა ქსელით თეთრ კაბას ქსოვდა, სახლში დედა რომ გელოდებოდა, აღარ გახსოვდა, არც მე მახსოვდა.. შეგრცხვა,გაწითლდი, თვალს მარიდებდი, ვერ მიყურებდი თვალებში სწორად, თმა ჩამოშლილი ცელქმა ნიავმა, მოგეალერსა და შეგისწორა. გაწითლდი ,როგორც ის ბროწეული, თავი ჩახარე, როგორც ენძელა, ციცინათელამ ნათებით მამცნო, დედა მოდისო,- მის საძებნელად. იმ მთვარის შუქზე შენი სხეული, დღესავით ჩანდა,ო როგორ თრთოდა, მთელი ,,ჭური,, რომ გამომეცალა, ასე ღვონო მე ვერ დამათრობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი