წავალ და ბერად აღვიკვეცები


წავალ და ბერად აღვიკვეცები

ხატვა შემეძლოს ხომ დაგხატავდი,
შენთვის წერასაც შევძლებდი  ქალო,
ქვეყნის ამბები გეცოდინება,
- მოდი მიაბე რას ამბობს ქარო.

ძერწვა შემეძლოს გამოგძერწავდი,
გამოვძერწავდი შენს ლერწმის ტანსო,
შენს თავს ლამაზო რომელი დედა,
ლოთს,უსახლკაროს, ვინ გაატანსო.

წავალ და ბერად აღვიკვეცები,
თვალი რომ არსად,აღარსად მოგკრა,
მაგრამ ყველაფერს ერთი ჯობია,
შენი კოცნით და ხელებით მომკლა.

მაგრამ ლოთი ვერ გამოსწორდება,
ჭიქა სასმელში მოიკლავს დარდებს,
მე თუ გავხდები ყორნის საჯიჯგნად,
ვინ,სად, მომიტანს საფლავზე ვარდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი