Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_14jarlkb7t1r0hc13uqn6r6mn7, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მთაში წავიდეთ წამოდი - დათო ბოდბისხეველი | პოეზია

მთაში წავიდეთ წამოდი


მთაში წავიდეთ წამოდი

მთაში წავიდეთ,წამოდი,
მთაზე გავშალოთ კარავი,
კოცნა ბარიდან მომყვება,
რომ დამრჩა მოსაპარავი.

ძირს გავიფინოთ ნაბადი,,
რომ არ შეგვცივდეს მთაშია,
შენს სიახლოვეს როცა ვარ,
არა მწყურია, არც მშია,

ნუ შეგაშინებს წვიმები,
თოვლი, ნისლი და ქარიო,
აქაც ხომ ვეღარ მოგვაგნებს,
ამ მთებში შენი  ქმარიო.

მთაში წავიდეთ, წამოდი,
მთაზე გავშალოთ კარავი,
გაკოცო, ჩემკენ მობრუნდი,
აქ ჩვენ  ვართ ,მეტი არავინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი