შემოგეჩვიე


შემოგეჩვიე

შემოგეჩვიე, როგორც წუწკი მელია ციცარს,
შემოგეჩვიე, როგორც  ყანას თაგვი,კალია,
გული გაგითბო ,შეიხსენი ქალო საკინძე,
რომ გავაჩაღო ცეცხლი,ჯერაც  ისევ კვამლია.

თითქოს სხეულზე დამდიოდნენ ჭიანჭველები,
თითქოს მჩხვლეტავენ შუბებით და ხორცებს მათლიან,
შენ სილამაზე ვინც გაჩუქა, ის ქალი ვიცი,
ვინ დაგანათლა სიყვარული  ,ვინ გყავს ნათლია.

შემოგეჩვიე, როგორც ყვავილს პეპლების გუნდი,
როგორც ბეღურებს მშიერი და ციმფია  ციცა ,
ის არ შემცდარა ,ვინც რომ ,,ევას,,  უწოდა ქალი,
ქალის თვალები ,ვინც
პირველმა  რომ დაიფიცა.

შემოგეჩვიე ,როგორც ყმაწვილს სახლის  გოშია,
შემოგეჩვიე, როგორც კუნელს ზამთარში შაშვი,
გამასულელეს ანთებულმა შენმა თვალებმა,
აღარ მახსოვდა სახლში გყავდა ქმარი და ბავშვი.

შემოგეჩვიე როგორც უურძენს ფუტკრების ჟოლი,
შემოგეჩვიე როგორც წუწკი მელია, ციცარს, 
ის არ შემცდარა ვინც რომ ,,ევას,, უწოდა ქალი,
ქალის თვალები ვინც პირბელმა რომ დაიფიცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი