მწყემსი ბიჭი


მწყემსი  ბიჭი

მეც რომ მყოლოდა თქვენსავით მამა,
მეც მექნებოდა ბავშვობა ლაღი,
გავაკებული მქონდა ბიჭებო,
ცხვრების მწყემსვაში მთა,იალაღი.

მეც რომ მყოლოდა  თქვენსავით მამა,
მეც მეჯდებოდა მაგიდის თავში,
მამები  როცა თქვენს გვერდით იყვნენ,
მე სად ვიყავი?!ცხვრებთან და   მთაში.

მეც რომ მყოლოდა თქვენსავით მამა,
მეც მეცმებოდა ქურთუკი,წინდა,
სახლში იყავით ,თბილად ბუხართან,
მე ცხვარს ვმწყემსავდი,  თოვდა თუ წვიმდა.

მეც რომ მყოლოდა  თქვენსავით მამა,
მეც მექნებოდა პატარა ოდა,
სახლს ვინ ჩიოდა, როცა ცხელი რძეც,
მეზობლის ბებოს რომ შემოჰქონდა.

მეც მექნებოდა გაშლილი მხრები,
მეც რომ თქვენსავით მამა მყოლოდა,
პურის-ჭამაში, ძმა-ბიჭებთანაც,
ძმაკაცივით რომ გამომყოლოდა.

მეც რომ მყოლოდა თქვენსავით მამა,
მეც მექნებოდა ბავშვობა  ლაღი,
ასე მოვედი ,ვინც ვარ და რაც ვარ,
ჩემი ბავშვობა, მთა, იალაღი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი