ფატმა
ფატმა მე მოვიპარე შენი ღიმილი, შენი ასაკი, სახელი ფატმა, შენი თვალები ზღვისფერი, ლურჯი, როცა ნიავმა აგხადა ფატა. მე მოვიპარე შენთვის ნამგალა, მთვარე ,რომელიც ცაზე ეკიდა, ციდან მოგართვი ის ნაქურდალი, მძივად ,შენთვის რომ ჩამომეკიდა. მე გავაჩერე დრო და საათი, რომელიც ისევ ძველ დროს აჩვენებს, ვერ შეგპირდები ბევრს და ვერაფერს, თავს ყოვლისშემძლედ ვერ მოგაჩვენებ. მე მოვიტაცე შენი კისკისი, რომელსაც ბებერ გულში ვინახავ, დღეს რომ ვკვდებოდე სიტყვა უძლეველს, შენთვის სათქმელად შემოვინახავ. რა ეშმაკურად გითამაშებდა, ლურჯი, ზღვისფერი თვალის ბაია, ეს ის დრო არის, დრომ რომ მაჯობა, სიყვარული ვერ დამიმალია, მე მოვიპარე შენი ღიმილი, შენი ასაკი, სახელი ფატმა, შენი თვალები ზღვისფერი,ლურჯი, როცა ნიავმა აგხდა ფატა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი