როცა ოთახში აღარ დაგხვდები


როცა ოთახში აღარ დაგხვდები


როცა ოთახში აღარ  დაგხვდები,
დაგისველდება ცრემლით ღაწვები,
კარს გაიხურავ აცრემლებული
და ცივ ლოგინში უხმოდ ჩაწვები.

გამბედაობა არა გყოფნია,
სიკვდილო ,ასე შორიდან მზვერავ,
როცა ოთახში აღარ დაგხვდები,
გადაინაცვლებს სურათზე მზერა.

გაგახსენდება ჩემი მიყვარხარ,
როგორ  ვიყავით გრძნობით მთვრალები,
ნუ ატირდები, ცრემლი არ მინდა,
დამახუჭინე მხოლოდ  თვალები.

გაგახსენდება ატმის ბაღები,
ის მოპარული კოცნა მთებშიო,
მე ჩაგაწანი ლურჯი ლავანდა,
ჩემი თითებით მაშინ თმებშიო.

დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები,
იქიდან ერთიც  რომ არ მიყარდა,
მრავალჯერ გეტყვი, მე შენ მიყვარხარ,
როგორ ვთქვა შენზე სიტყვა მიყვარდა.

როცა  მიყვარხარ,როცა მიყვარხარ,
დაგისველდება ცრემლით ღაწვები,
კარს გაიხურავ ,აცრემლებული
და ცივ ლოგინშ უხმოდ ჩაწვები.

როცა ოთაზში აღარ დაგხვდები,
დაგისველდება ცრემლით გუგები,
ოღონდ შენ იყო სადაც ხარ კარგად,
შენთვის მიწასაც შევეგუები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი