ვინა თქვა, ლომებს თავს არ ესხმიან
ვინა თქვა,ლომებს თავს არ ესხმიან ვინა თქვა, ლომებს თავს არ ესხმიან, დაუსველდებათ სისხლით ფაფარი, არ გაგიკვირდეთ, თავისზე სუსტთან, ხვალე ითხოვონ თავშესაფარი. ადამიანშიც ბევრი შეგხვდება, ვითომ ლომია,თაგვიც არ არის, ვალდებული ვარ ,უფალო გკითხო, ადამიანი მაშინ სად არის? ან რა ლომობა, ან რა თაგვობა, ფრთხილად, არ იყოს ხვალე გვიანი, ისე მაცხოვრე არა სახელად, ვიყო და მერქვას ადამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი