მინდა დავითვრა


მინდა დავითვრა


მინდა დავითვრა ისე, როგორც ჯერ  არ დავმთვრალვარ,
გზას გავუყვები  მთვრალი კაცის ნაბიჯით სახლში,
არ დამიკარგავს ქართველობა, კაცის სახელი,
იმან იდარდოს,რა სახელი დატოვა ხალხში.

მინდა დავითვრა ლალისფერი ღვინით ბიჭებო,
გაჭირვების ჟამს ,თქვენზე ახლოს აბა ვინ მყავდა,
შენ გაგიმარჯოს ,ქალო ტკბილო, ბადაგივითა,
სხვამ ვერ დამათრო, არა მკითხო ვინ  შემიყვარდა.

ჩემზე ამბობენ გიჟიაო ,ლექსებს წერს ცრემლით,
ზოგი იძახის მხატვარია ,ლექსებით ხატავს,
არც პოეტი ვარ,არც მელექსე და არც მხატვარი,
ვინ დამინახა მე რომ ფუნჯი წავართვი მხატვარს.

კი ვწერდი ლექსებს მაგრამ ახლა მხოლოდ შენზე ვწერ,
მე შენს თვალებში სიყვარულის ქალღმერთი ვიცან,
მე მაშინ მივხვდი რომ გიყვარდი,ბედობის ღამეს,
შენმა ტუჩებმა,სიყვარული რომ დაიფიცა.

მინდა დავითრვა ისე, როგორც ჯერ არ დავმთრალვარ,
არ შევეკითხო სიმთვრალეში ჩემს თავს ვინა ხარ?
მოვკვდე კაცურად, ღირსი ვიყო თქვენი ცრემლების,
ვინ იცის გულში , რამდენ დარდს და სითბოს ვინახავ.

მინდა დავითვრა , ხო, დამისხით ხოხბის ცრემლები,
გზას გავუყვები მთვრალი კაცის ნაბიჯით  სახლში,
არ დამიკარგავს ქართველობა, კაცის  სახელი,
იმან იდარდოს რა სახელი დატოვა ხალხში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი