შვილო


შვილო


შვილო , ჩემი ხნის როცა გახდები,
მე სად ვიქნები, ან ჩემი ძვლები,
მე  წავიქცევი, როგორც ყანაში,
მუშტად შეკრული, დადგმული  ძნები.

ბოლომდე დარჩი ადამიანი,
ადამიანად ყოფნა ძნელია,
ადამიანშიც შენ რომ იცოდე,
ადამიანი საძებნელია.


სტუმარი სახლში შეიპატიჟე,
მიიპატიჟე, სუფრასთან  დასვი,
მრავალჟამიერ შემოგეძახოთ,
აჭამე პური და ღვინო  ასვი.

მშიერს ეგ ლუკმა გაუნაწილე,
წარმოიდგინე  შენ  შენი თავი,
მშიერ-მწყურვალი ფეხზე ვერ დგახარ,
ქანაობ ,როგორც ხორბლის თავთავი.

გაჭირვებული კარზე მოგადგეს,
არ მიუკეტო ჭიშკარის კარი,
რა ქართველი ხარ, აბა მითხარი,
არ დაეხმარო და ხელი ჰკარი.

მე  წავიქცევი ,როგორც ყანაში,
მუშტად შეკრული დადგმული ძნები,
შენ რომ იცხოვრებ ადამიანად,
იქ  შეტოკდება  მშობელის  ძვლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი