მიტოვებული


მიტოვებული

კუთხეში ვზივარ მიტოვებული,
აღარ ვჭირდები შვილსა და რძალსა,
ხედავთ ასეთი სიბერე მერგო,
ზოგჯერ ვნატრულობ,წვნიანს და ძვალსა,

ქოთანში ხმელი ცივი ლობიო,
ჭიქაში წყალი,პური გამხმარი,
ეჰ! მეუღლემაც ეხლა დამტოვა,
და ჩამომიგდო,ბერი-კაცს მხარი,

როცა შემეძლო მამა ვიყავი,
შვილს უხაროდა მშობელთან ყოფნა,
ასეთ სიბერეს სიკვდილი მიჯობს,
და მირჩევია უკვე არყოფნა,

რა მაგალითი უნდა ასწავლო,
შენს შვილს მიყურებს პირღია დარჩა,
ამ სიბერეში ვინ შევაწუხო,
აღარც მშობლები,არც და,ძმა დამრჩა,

სულ მიკანკალებს,მთელი სხეული,
კოვზი ხელში ვერ დამიჭერია,
შენი შვილიც ხომ, მამა გახდება,
ამ სკამზე შემდეგ, შენი ჯერია,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი