მეყვავილე


მეყვავილე


არ იყიდება ქალბატონო ეს  ყვავილები,
ყველა წაიღეთ  უსასყიდლოდ,  არ მინდა  თანხა,
რომ გამოგართვათ , გამამდიდრებს ორი მანეთი?
აჰა, წაიღეთ, გამომართვით  ,თუ ხართ თანახმა.

არ იყიდება ქალბატონო ეს ყვავილები,
არც ეს ვარდები, გვირილები, რურჯი კესანე,
ყველა ქალბატონს მე გავატან დღეს ამ ყვავილებს,
ჯერჯერობით კი  ქალბატონო,თქვენ ხართ მესამე.

 
კაცებო  მიართვით,მიართვით ქალს ყვავილები,
ქალის წინაშე აბა კაცმა თავი ვინ მართა,
ერთი  შემომრჩა  თეთრი  ვარდი და მე ვინც მიყვარს,
მინდა  ეს ვარდი, სიყვარულის ნიშნად მივართვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი