დღეს ქორწილია, შენი ქორწილი
დღეს ქორწილია ,შენი ქორწილი დღეს ქორწილია, შენი ქორწილი, დღეს არ მეყოფა ქვეყნის დავთრები, შიგნით ჩავწერო ლექსის პრწკალები, ჩემი ცრემლების ზღვაში დავთვრები. დღეს ქორწილია, შენი, ძვირფასო, მოდის მაყარის მთელი ამალა, ბედნიერია ვისაც უყვარხარ, სიყვარული ვინც არ დაგიმალა. დღეს ქორწილია შენი , თხოვდები, ვდგავარ , გიყურებ, არ მყოფნის ძალა, რომ დავიყვირო, მეც რომ მიყვარდი, ეს უთქმელობა დღეს მომეძალა. სიყვარულისგან, ის თეთრი ვარდი, გაწითლდა, შერცხვა, ფერი იცვალა, დღეს ქორწილია , შენი ქორწილი, მაგრამ ეს გული გარდაიცვალა. შენი თვალები ,მეორის თვალებს, ეთამაშება სიყვარულს აქსოვს, როგორ უთხარი საკურთხეველთან, შენ ის სიტყვები, მე ეხლაც მახსოვს. დღეს ქორწილია, შენი ქორწილი, დღეს არმეყოფა ქვეყნის დავთრები, ბედნიერება მისურვებია, მე კი, ცრემლების ზღვაში დავთვრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი