მოხუცი


მოხუცი 



როცა ოჯახში ლუკმა შეჰქონდა ,
გაშლილი  სუფრის დასვამდნენ თავში  ,
დღეს როცა მოხუცს არ შეუძლია ,
კოჭლი  ცხვარივით ჰყავთ სათვალავში .

მოხუცის თვალით შენს თავს შეხედე ,
რა უტრილებს საბრალოს გულში ,
ცალკე მაგიდა და ცივი კერძი  ,
წყალწყალა სუპი  შეხვრიპა გუშინ .

კი , დღეს მოხუცდა  ,არ შეუძლია ,
დაჩაჩანაკდა ,შეჭამა წლებმა ,
ადამიანო ისე იცხოვრე ,
ღმერთი  ნურასდროს  ნუ გაგიწყრება .

დღესაც არ იცი , შვილის გულისთვის ,
მხრებით რამდენი რა არა  ზიდა ,
ბევრჯერ აკვანიც დაურწევია 
და საამაყო შვილადაც გზრდიდა .

დღეს კი   რას იმკის მოხუცებული ,
ერთ დროს ლაღი და  გაშლილი მხრებში ,
დაჩაჩანაკდა , წლებმა შეჭამა ,
 ამ სიბერეში რა შერჩა ხელში .

მას შვილიშვილი  ზის და უყურებს ,
როგორ აღიქვამს ყველაფერს   ამას ,
და ასე ფიქრობს მეც  სიბერეში ,
ასე  მივხედო ჩემ  მოხუც   მამას .

რასაც კი   ხედავს ბავშვი ითვისებს ,
რად უნდა დარჩეს ის  მშობელს ვალში ,
მშობელს თვალებში როგორ ჩახედოს , 
ვისაც მშობელი ჰყავს სათვალავში .








 .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი